|
2017-09-15 11:28:43, 2145 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში 18-22 სექტემბერს ეწვევა. მათივე ინფორმაციით, კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) შეხვედრაზეც, რომელზეც საქართველო OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთისგან გადმოიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. OGP-ის ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართება. გენერალურ ასამბლეაზე წელს 172 საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის ქვეყნებში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“. წინასწარი დღის წესრიგით, ასამბლეის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მდგრად განვითარებასთან, კონფლიქტებთან, განიარაღებასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობაც. ასამბლეის გენერალური დებატები 19-25 სექტემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)