|
2017-09-13 19:00:35, 2205 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ქრისტიენ დანიელსონსა და თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონსა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა. ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის სამზადისსა და ქართული მხარის კონკრეტულ პრიორიტეტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ასევე, რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობასა და საქართველოს ახალი დახმარების ინსტრუმენტებსა და პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობის საკითხს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)