22:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 14:49:32, 628 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა მე-11 ჯგუფის 8 მსმენელს სერტიფიკატები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე/თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ  მამუკა ახვლედიანმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ გადასცეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას  იუსტიციის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა,კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი, რომელიც დაამთავრებს იუსტიციის უმაღლეს სკოლას დაინიშნება მოსამართლედ. 

„მსგავსი კონკურსის გასავლელად კანდიდატმა უნდა ჩააბაროს გამოცდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაივლიან სწავლების სრულ კურსს. ამის შემდგომ ხდება ისევ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ყველა ის კანდიდატი, რომელიც დაამთავრებს იუსტიციის უმაღლეს სკოლას დაინიშნება მოსამართლედ. მინდა მათ წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-11  ჯგუფის 8 მსმენელმა წარმატებით დაასრულა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა 10 თავიანი სასწავლო პროგრამა. 

იუტიციის უმაღლეს სკოლაში მათი სრული სასწავლო კურსის ვადა განისაზღვრა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებმა 10 თავიანი სასწავლო პროგრამის  ფარგლებში გაიარეს, როგორც პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული სწავლება, ასევე  სავალდებულოა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასემინარო მუშაობა და წარმატებით ჩააბარეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდა, მათი მონაცემები  იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაშია შეტანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics