|
2017-09-12 03:05:50, 2239 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სერჟ სარგსიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა 11 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-სომხური თანამშრომლობის შესახებ და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. ამ კონტექსტში განიხილეს მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ ორმხრივი ვიზიტების ინტენსიურობა წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას არსებული ურთიერთობის განხილვისა და მისი შემდგომი გაღრმავებისათვის. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში გამოჩენილი მხარდაჭერისათვის. დამატებით, სერჟ სარგსიანმა და მიხეილ ჯანელიძემ განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ქართულ-სომხური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)