|
2017-09-11 08:23:26, 2198 ნახვა
პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკიმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე - საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს. პრემიერის შეფასებით, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ი საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და უმთავრესისტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსმიერ მიღწეულ პროგრესს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებშისაქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)