21:38 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 06:56:56, 2311 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ვიცი, საფრთხეშია როგორც ჩემი სიცოცხლე, ასევე ჩემი თავისუფლება

„ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვდგავარ, საფრთხეშია როგორც ჩემი სიცოცხლე, ასევე ჩემი თავისუფლება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში კორუფციის და ოლიგარქების წინააღმდეგ იბრძვის.

„მე არ ვიბრძვი საკუთარი თავისთვის მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ, ოლიგარქების წინააღმდეგ ამ ქვეყანაში. მე მქონდა შემოთავაზება სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოებისგან, ასევე ამერიკისგან, იმის თაობაზე, რომ იქ მეცხოვრა და მემუშავა, თუმცა ასე არ მოვიქეცი. მე ვიცი რისკების შესახებ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მართლები ვართ. ვიცი, რომ საფრთხის წინაშე ვდგავარ, საფრთხეშია როგორც ჩემი სიცოცხლე ასევე ჩემი თავისუფლება, მაგრამ თითოეული უკრაინელის სიცოცხლე და თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი პოლიტიკოსის", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics