|
2017-09-10 09:59:57, 2389 ნახვა
პოლიტიკა
ლანჩხუთის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია. ის რეგიონის მერობის დანარჩენ ორ კანდიდატთან ერთად, დღეს ოზურგეთში, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს, რომ ნდობა გამომიცხადა და ლანჩხუთის მერობის კანდიდატადწარმადგინა. არჩევნებიდან, რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გამარჯვებასველოდები. წინ ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი და საინტერესო ოთხწლიანი პერიოდიგვაქვს. ვფიქრობ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ძალიან საკმარისად და ნორმალურად გავართმევ თავს, რომლითაც მოსახლეობა და მთელი რაიონიკმაყოფილი იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა. „ქართული ოცნების“ სახელით, ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძეიქნება;ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის- ირაკლი კუჭავა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)