|
2017-09-10 09:57:04, 2253 ნახვა
პოლიტიკა
ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა დღეს, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, ირაკლი კუჭავამ მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ კვლავ წარდგენისთვის, ამჯერად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერად. სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. გვაქვს ზუსტი გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ასევე, გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ირაკლი კუჭავამ. „ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძეიქნება;ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)