20:14 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 01:32:13, 2508 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: მაქვს პრეტენზია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში სრულიად ახალი თაობა უნდა მოვიყვანოთ

„ეს არის მშიშარა ადამიანის განწყობა“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს „რუსთავი 2“-თან საუბარში.

სააკაშვილმა პოროშენკოს საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა.

მისი თქმით,  უკრაინის პირველი პირი საქართველოს  ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოელაპარაკა იმის თაობაზე, რომ მისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმია.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკომ ჩათვალა, რომ  ის  მისთვის  სასიცოცხლო საფრთხეა.

„უკრაინა არის უზარმაზარ წუმპეში და იქიდან არის ამოსაყვანი. ჩვენ მას იქიდან ამოვიყვანთ. მე არ მაქვს პრეტენზია უკრაინის ლიდერობაზე, იყო პერიოდები, როცა ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვიყავი უკრაინაში და ახლაც ვვარაუდობ, რომ საკმაოდ მაღალი პოპულარობა მაქვს. მაგრამ, მე მაქვს პრეტენზია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, ახალი პოლიტიკოსების და ეს იქნება ის ხალხი, ვინც უკრაინას აქცევს ევროპის ზე სახელმწიფოდ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics