|
2017-09-08 01:16:49, 2445 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი უკრაინის საზღვრის კვეთაზე: რამდენიმე ათასი ადამიანი აპირებს ჩემთან ერთად პოლონეთიდან წამოსვლას
„10 სექტემბერს პოლონეთიდან წავალ უკრაინაში, ჩავალ სასაზღვრო პუნქტზე და იქ დამხვდებიან უკრაინელი პოლიტიკოსები და მრავალი ათასი ჩვენი მხარდამჭერი“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში გადასვლის საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თანაგუნდელებთან და უკრაინაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მისი მხარდამჭერი უკრაინელებიც იქნებიან. სააკაშვილის თქმით, არ გამორიცხავს, რომ პოლონეთი-უკრაინის საზღვართან ევროპარლამენტარებიც შეიძლება შეუერთდნენ. „ევროპარლამენტარები არ გამორიცხავენ სპეციალური რეზოლუციის მომზადებას, სპეციალური რეზოლუციის ევროკავშირის. ასე, რომ თუ საზღვარზეც ვინმე მოვა, ესეც არ არის გამორიცხული. იქნება ძალიან ბევრი უცხოური პრესა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)