|
2017-09-06 01:22:42, 2330 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა
კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესცენტრში საქართველოს პრეზიდენტს ჯილდო 2005 - 2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართველი და პოლონელი ხალხის საერთო ღირებულებები: თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფო. ,,ჩემთვის დიდი პატივია ფორუმის სპეციალური პრიზის მიღება. გულწრფელ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ესოდენ დიდი დაფასებისათვის'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და განცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)