21:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 07:57:49, 2175 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: EBRD-ს ქვეყანაში 200-ზე მეტ პროექტში 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სამაგალითო საფინანსო ინსტიტუტია და გამოირჩევა ინოვაციებით ჩვენს ქვეყანაში. ბანკმა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ასეთ პროექტებს შორის პირველმა ვიცე-პრემიერი დაასახელა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება, აგრეთვე ევროკომისიასთან ერთად მიმდინარე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მხარდამჭერი პროექტი. ის ითვალისწინებს ლარში დენომინირებული სესხების გაცემას საქართველოს კომპანიებისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, რომელიც არის ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის  ჩამნაცვლებელი ღია ბაზრის პირობებში.

„EBRD არის ის დონორი ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტ პროექტში დაახლოებით 3 მილიარდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ბანკი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით“, - განაცხადა  პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics