|
2017-09-05 02:42:28, 2664 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება კორეის მიერ განხორციელებული ბირთვული ცდის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებულ ბირთვულ ცდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2017 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ბირთვული ცდის გამო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. უცხადებს რა სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობას, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ფხენიანის პროვოკაციულ ქმედებებს, საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევას. საქართველოსთვის, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის და ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმებათა მონაწილესათვის, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)