|
2017-09-04 04:12:28, 2537 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: არ გამიკვირდება თუ უკრაინის ხელისუფლება „ფე-ეს-ბეს“ გენერლად ან პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში მის დაბრუნებამდე პრობოკაციებს ამზადებს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. "ისინი რაღაც პროვოკაციებს ამზადებენ. არ გამიკვირდება, თუ მომდევნო დღეებში აგენტად, "ფე-ეს-ბეს" გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად ან უკრაინის დამანგრეველად გამომაცხადონ", - აღნიშნა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს უბრძანა, მისი საქართველოში ექსტრადირების პროცედურები განიხილოს. სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება მას ემუქრება და გარდა ამისა, "პოლონეთის მთავრობას აწვება". "მგონია, რომ უმჯობესი იქნებოდა მოეცათ საშუალება უკრაინის სასამართლოში ყველანაირი ექსცესების და პროვოკაციების გარეშე მივიდე. უბრალოდ მომცენ საშუალება დავიცვა ჩემი უფლებები და შევქმნა პრეცენდენტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულების გასაჩივრება მოხდეს ამ ქვეყანაში. იმის პრეცენდენტის კი იყოს, რომ თუ მართალი ხარ ეს სარჩელი მოიგო", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ივლისს ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)