18:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 02:13:36, 2273 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მომავალი ათი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება უნდა გავაორმაგოთ

„ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომავალი ათი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

 მისივე თქმით, შედეგად მაღალი პროფესიონალები დაბრუნდებიან თავიანთ რაიონებში, რეგიონებში და იმუშავებენ  ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ.

„ამისთვის, მეგობრებო, საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი კიდევ ერთხელ გაერთიანება იმისათვის, რომ ერთიანობით, ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს წინაშე დგას და რა თქმა უნდა, სტაბილურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო და ის დაბალანსებული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ ის ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რაც ევროპის ნამდვილ წევრად გახდომას გულისხმობს. ამისათვის კი ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლებები, იმისათვის, რომ მათ თავიანთი ხალხის განვითარების პულსზე ედოთ ხელი, იმისათვის, რომ მათ მიიღონ ყველაზე სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ჩვენ უსწრაფესად მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ოჯახს დაეტყოს კეთილდღეობის ცვლილება“,-აღნიშნა პრემიერმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics