|
2017-09-03 08:54:58, 3829 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე იქნება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერისმერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე იქნება. ის მხარდამჭერებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში წარუდგინა. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, თვითმართველობის გაძლიერების მიზნით ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა რეგიონში არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას. „ბუნებრივია,ვაცნობიერებთ, რომ როგორც ყველგან, ცაგერის მუნიციპალიტეტშიც უამრავი პრობლემაარსებობს. სწორი პოლიტიკით, რასაც მთავრობა თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით ახორციელებს, ჩვენს ენერგიასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას და ძლიერი თვითმართველობაშევქმნათ, რაც ძლიერი საქართველოს წინაპირობაა“, - განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ. პრემიერ-მინისტრმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)