18:51 - 26 Jul, 2026
|
2017-09-02 08:16:32, 4253 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის რეგიონში მერობის 12 კანდიდატი წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით, 12 კანდიდატი იბრძოლებს. ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში - პაატა ნადირაძე, ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში - ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ მახათაძე. მერობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიება ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)