23:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 03:35:03, 2510 ნახვა

სამართალი
სასამართლომ „კანონიერი ქურდობისათვის“ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის  შუამდგომლობა კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულ გ.მ.–ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. 

როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებული 1980 წლებში აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად.

"იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს. ეთანხმება მის მიზნებს და თავისი ცხოვრების წესით,  საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ასევე ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებისა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებში და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე, ორგანიზებული კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით. ბრალდებულის მიმალვის,დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის 25 სექტემბერს 14:30 საათზე", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics