06:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 01:51:58, 2132 ნახვა

რეგიონი
შსს: საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში დამატებით თურქეთის 1 თვითმფრინავი და ირანის 2 ვერტმფრენი ჩაერთვება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

„ხანძრის ქრობის პროცესში გამთენიიდან აქტიურად ჩაერთო ავიაცია. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობს.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ასევე შემოვა და ცეცხლის ქრობის პროცესში დამატებით ჩაერთვება თურქეთის 1 თვითმფრინავი და ირანის 2 ვერტმფრენი.

საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს 8 ერთეული საჰაერო ტექნიკა: 2 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.

საგანგებო შტაბი მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics