14:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 10:52:03, 2815 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს გმობენ - „ევროპა და აშშ ესპანეთის გვერდით დგანან“

ბარსელონში მომხდარი ტერაქტი მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს. 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი Twitterის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროპა ბარსელონის გვერდით დგას.

„ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში. მთელი ევროპა ბარსელონასთან დგას", - წერს დონალდ ტუსკი. 

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით მწუხარება ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ გამოთქვა. 

"გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვისაც ეს თავდასხმა შეეხო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას. ევროკავშირი ტერორიზმთან ბრძოლაში და მშვიდობის დაცვაში ერთიანია“, - განაცხადა ტაიანიმ. 

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილრესონიც გამოეხმაურა. ტილერსონმა ტერორისტები გააფრთხილა, რომ ისინი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს. ამასთან, მან განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ესპანეთს ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს.

„ტერორისტებმა მთელ მსოფლიოში უნდა იცოდნენ - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მათ მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გიპოვონ და სასამართლოს წინაშე გაგებინონ პასუხი“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics