|
2017-08-17 12:45:51, 2913 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: ველოდები, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა საქმიან სამუშაო პირობებში ჩაივლის
„ველოდები, რომ ეს შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან შეხვედრას. ბესელიას თქმით, უმრავლესობის სურვილია ისეთი ატმოსფერო იყოს შექმნილი, სადაც შესაძლებელი იქნება რაიმე კომპრომისის მიღწევა. „მე ველოდები, რომ ეს შეხვედრა ჩაივლის საქმიან და სამუშაო პირობებში. კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს, შესაბამის ფორმულირებას, რომელიც პრინციპებს არ დაარღვევს და იქნება მზაობა ამ კომპრომისების ძებნის. ჩვენი სურვილია, რომ ასეთი ატმოსფერო იყოს შექმნილი და იყოს რეალურად სამუშაო შეხვედრა, სადაც შესაძლებელია მოიძებნოს რაიმე კომპრომისი“,-განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)