|
2017-08-10 14:36:21, 2808 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საქართველოში საბედნიეროდ დამთავრდა დრო, როდესაც გუბერნატორები ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ
„საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში“,-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა და პროცესები დინამიურად ვითარდება. „საქართველოში საბედნიეროდ დამთავრდა ის დრო, როდესაც გუბერნატორები თამაშობდნენ ერთგვარი კომისრის როლს, როდესაც ისინი პირდაპირ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში. ასეთი მოვლენა საქართველოში დიდი ხანია აღარ ფიქსირდება“,-განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ 25 აგვისტოდან თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენა დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)