02:40 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 13:09:06, 2143 ნახვა

კომენტარი
რამიშვილი: მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, ცარიელი მაკულატურაა და ამით არაფერი მტკიცდება

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის მტკიცებულებები რომელიც პროკურატურას გააჩნია „ცარიელი მაკულატურაა“.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვერც ერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ დანაშაული მზადდებოდა.

"რა მტკიცებულებებიც არის საქმეში შემიძლია გითხრათ, რომ ის 10 ტომეული არის ცარიელი, სუფთა მაკულატურა და არაფერი მაგით არ მტკიცდება. ხოლო რაც შეეხება მოწმეების დაკითხვის პროცესს, მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ვერც ერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება წაყენებული ბრალის საფუძვლიანობა და არგუმენტაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან გასული. ვერც ერთი ე.წ. თვითდაზარალებულის და ე.წ. ოქროს მოწმის ჩვენებითაც კი ვერ დასტურდება ის, რომ თითქოს დანაშაული მზადდებოდა. ეს იყო გარკვეული, პროვოცირებული ქმედება განხორციელებული მამა გიორგის წინააღმდეგ", - აღნიშნა რამიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics