|
2017-08-10 09:46:22, 3580 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ვიზიტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებს ეწინააღმდეგება. „ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს აფასებს შეუსაბამოდ და შეუთავსებლად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან, რომელის ერთ-ერთი მონაწილე არის რუსეთი. აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს. აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, როგორც ამას 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს და საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება გააუქმოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)