03:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 15:48:31, 911 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ შშმ სტატუსის მქონე მეომრები მოინახულა

დღეს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული შშმ სტატუსის მეომრები - მალხაზ მელაძე და ხვიჩა შაქარიშვილი მოინახულეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით ზურაბ პატარაძემ და ზაალ მიქელაძემ  შშმ სტატუსის მქონე მეომრებს  სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3000 - 3000 ლარი გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს აჭარის მთავრობამ, 2015 წელს, საკუთრებაში საცხოვრებელი ბინებიც გადასცა.

აჭარის მთავრობა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე შშმ მეომრებს ფულად დახმარებას წელს პირველად უწევს.

ვეტერანთა საბჭოსა და მეომართა მომართვის სამუძველზე უწყებამ პროგრამაში ცვლილება განახორციელა და ამიერიდან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან ერთად ფულად დახმარებას ომის მონაწილე 3 შშმ სტატუსის მქონე ვეტერანიც მიიღებს.

2017 წელს, „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის" ბიუჯეტი 92 000 ლარს შედგენს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, 8 აგვისტოს, 3000-3000 ლარს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული 20 მეომრის ოჯახი მიიღებს.

დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით 1000-1000 ლარი დაღუპული მეომრების 23 დედასა და მეუღლეს გადაეცა.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics