03:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 15:38:33, 947 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე  საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერის რეაბილიტაცია წელს დაიწყო.

ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 5.4 მ. სიმაღლის მემორიალი აღიმართა.

რაც შეეხება სკვერის რეაბილიტაციას, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა დეკორატიული ფილები, განთავსდა მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდა გარე განათება და განხორციელდა გამწვანებითი სამუშაოები. სამომავლოდ იგეგმება წყლის დასალევი შადრევანის მონტაჟიც.

 „ჩვენ შარშანაც ვიყავით ერთად ამ სკვერში და წელს ვხედავთ რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სკვერს ახალი მონუმენტით, რაც გვახარებს, თუმცა ჩვენ უფლება არ გვაქვს დავივიწყოთ ჩვენი გმირების სახელები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ჩვენი შვილების მომავალს. ჩვენ ვალდებული ვართ გვახსოვდეს მათი სახელები," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 - სამხედრო პირი და 14 პოლიციელი შეეწირა. აჭარიდან 19 სამხედრო პირი დაიღუპა. მათ შორის ორი ბათუმელი.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics