|
2017-08-03 12:48:52, 3091 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს ვეღარ დატოვებს
უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ყველა ქვეყანას აცნობა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია. ამის შესახებ „კომსომოლკსაია პრავდა უკრაინაში“ იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით „ცბიერი კომბინაცია გაათამაშა“. „სააკაშვილის მოქალაქეობის შეჩერების ბრძანების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, აშშ-ს ყველა კომპეტენტურ ორგანოს ეცნობა, რომ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია. მას ფიზიკურად აშშ-ს დატოვება აღარ შეუძლია. სააკაშვილი იზოლაციაშია“, - წერს გაზეთი. ამასთან, გაზეთის ცნობით, ყველაფერი ისე გათამაშდა, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსტრადიციასთან უკრაინას საერთო არაფერი ჰქონდეს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევში მაინც დაბრუნდება და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში ეცდება. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების ბრძანებას პოროშენკომ ხელი 26 ივლისს მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)