14:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 15:11:19, 840 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ გვარდიას აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალი ესტუმრა

საქართველოს ეროვნულ გვარდიას აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ტომას ბლექსტოკი ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელ გენერალს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა. შეხვედრას ამერიკული დელეგაციის წევრები და აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის გვარდიებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართველმა გვარდიელებმა სტუმარს ეროვნული გვარდიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

შეხვედრამდე ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელებს პატივი მემორიალთან წუთიერი დუმილით მიაგეს.

ბრიგადის გენერალი ტომას ბლექსტოკი საქართველოში მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2017“ ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics