|
2017-08-01 13:02:35, 2572 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დადასტურდა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერით აქვს
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით ძალიან ნათლად დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. „ასევე ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მთავრობას აშშ-ის მხარდაჭერით გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე, ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც არის ძირითადი განმაპირობებელი ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობისა და ჩვენი შემდგომი სუვერენიტეტის განმტკიცების“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)