|
2017-08-01 11:48:30, 2322 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: აშშ მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნებს, რომლებსაც ექნებათ პრეტენზია, ხელყონ საქართველოს სუვერენიტეტი
აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდითაა და მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ მკაცრად გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. "სულ 40 კილომეტრის დაშორებით, რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული და მე ხაზს ვუსვამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ. ",-განაცხადა მაიკ პენსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)