12:40 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 21:21:20, 2460 ნახვა

პოლიტიკა
BBC: პენსის ვიზიტი: საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება

“საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- ამ სათაურით სტატიას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

სტატიის ავტორი ანალიტიკოსების შეფასებებს გადმოსცმეს და ამბობს, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 4-დღიანი ტურნეს ფარგლებში ტალინს, თბილისსა და პოდგორიცას მოინახულებს- სამ ქვეყანას, რომლებიც რუსული საფრთხის წინაშე არიან.

ანალიტიკოსების განცხადებით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კვლავ დიდ ყურადღებას აქცევს ახალ, არატრადიციულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მაიკ პენსის ტურნე დაიწყო კვირას, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ნატო-სა და მისი პარტნიორების მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა "ღირსეული პარტნიორი 2017" დაიწყო და რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics