23:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 16:31:56, 2592 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლევან იზორია: რუსეთიდან მომდინარე საფრთხის პროგნოზირება რთულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, რუსეთიდან მომდინარე  საფრთხის პროგნოზირება რთულია.

თუმცა, როგორც იზორიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის მიზანია, იმ დონეზე გაძლიერება, რომ რუსეთიდან მომდინარე ყველანაირი თავდასხმისა და საფრთხის რისკი შემცირდეს:

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არის ფაქტი. ის პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციას უკავშირდება, არის ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდი აღშფოთების საგანი, რასაც ჩვენ  ვგმობთ, გვაქვს ერთობლივი ხედვა ამასთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. რასაკვირველია, საფრთხის პროგნოზირება რთულია. ეს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ გლობალურ კონტექსტში, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკის და თავდაცვის პოლიტიკის მიზანია, ჩვენი იმ დონეზე გაძლიერება, რომ შევამციროთ ყველანაირი თავდასხმის და საფრთხის რისკი  მომდინარე რუსეთიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი სიძლიერე არის სწორედ ამ საფრთხეების შემცირების ერთ-ერთი რეალური ბერკეტი, ჩვენი პოლიტიკა სამხედრო სფეროში მიმართულია, ნატოს მიერ განსაზღვრული გლობალური პოლიტიკის ფარგლებში და შეკავების პოლიტიკის ფარგლებში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. ისახავს მიზნად, იმას, რომ  ჩვენი დანაყოფები იყვნენ   დაკომპლექტებული, როგორც ამას ნატო-ს სტანდარტები ისახავს მიზნად, აღჭურვილი ნატო-ს შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, იმყოფებოდნენ მუდმივ წვრთნაში და სამხედრო მომზადების პროცესში მოსალოდნელი, თუ შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics