|
2017-07-27 13:03:04, 2171 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის შეფასებით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 46% აცხადებს, რომ ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ადგილს დაიკავებდა. გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ არ იცის, გაიმარჯვებდა თუ არა „ქართული ოცნება“, ასევე გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის, დაიკავებდა თუ არა „ქართული ოცნება“ მეორე ადგილს. გამოკითხულთა 5%-ს სჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა, 23% ამბობს, რომ მეორე ადგილს დაიკავებდა, „ევროპული საქართველოს“ გამარჯვებაში გამოკითხულთა 2%-ია დარწმუნებული, გამოკითულთა 5% კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პარტია მეორე ადგილს დაიკავებდა. „პატრიოტთა ალიანსის“ გამარჯვების სჯერა გამოკითხულთა 1%-ს, ხოლო 3% ამბობს, რომ „ალიანსი“ მეორე ადგილს დაიკავებდა. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)