|
2017-07-27 11:15:36, 2741 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილზე: Show must go on
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს. Show must go on - ასე შეაფასა მედვედევმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. "უკრაინის ხელისუფლების ქმედება - მიიღოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, დანიშნოს გუბერნატორი, შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვას და მის ექსტრადირებას დაეთანხმოს - არათანმიმდევრული და გასაკვირია. სააკაშვილის ბედისწერა საოცარია - საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა; უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. " - წერს მედვედევი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)