|
2017-07-25 16:15:00, 2558 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითად კონსტიტუციურ ფასეულობებს ეყრდნობა
საქართველოს პარლამენტში კომიტეტებმა "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა" და "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა წარადგინა. ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მთავარი არსი ორივე კანონთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს კანონები აუარესებენ დემოკრატიის ხარისხს და წარმოადგენენ "ქართული ოცნების" მიღწევების უკან შემოტრიალებას, განსაკუთრებით, თვითმმართველობის სფეროში. "საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, სანამ ხმას მიცემს ამ კანონს - ბუნებრივია, თვითმმართველობის კიდევ უფრო დაშორებას ხალხთან და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის დარღვევას, ანუ ცესკოში მმართველი პარტიის დომინირებას არ შეიძლება დემოკრატიულობის თვალსაზრისით კარგი შედეგი მოჰყვეს," - აღნიშნა ანა დოლიძემ. ანა დოლიძის განცხადებით, მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტის მოსაზრება ეყრდნობა ძირითად კონსტიტუციურ ფასეულობებს. "ის, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომ ხელისუფლების ვალია ხალხის მსახურება, ის რომ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი თავი მართოს თვითმმართველობის მეშვეობით, ეს ყველაფერი კონსტიტუციური პრინციპებია და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, სწორედ ამ კონსტიტუციური პრინციპებიდან ამოდის", - აღნიშნა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)