|
2017-07-24 21:32:33, 2311 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ვაშინგტონში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა იზრდება
უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ამერიკელი ხალხის, მთავრობისა და კონგრესის ძლიერი მხარდაჭერა აქვს. მისივე შეფასებით, ვაშინგტონში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა იზრდება. „საქართველო მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მეგობრების გვერდითაა და მეგობრებიც საქართველოს გამოწვევებთან მარტო არ ტოვებენ. ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 410 მომხრე 6 წინააღმდეგი – ამერიკის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, შტატები ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციას უნდა მოუწოდოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარი გაიყვანოს და საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების ხელისუფლებებს დაუბრუნოს. გარდა ამისა, კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მხარდასაჭერად 2018-2019 წლებში 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)