|
2017-07-24 11:51:58, 2353 ნახვა
კომენტარი
ბრეგაძე: ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა ვინმეს რაიმე დავუჯერეთ
„ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ ვინმეს რაიმე დავუჯერეთ“,-ამის შესახებ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორმა, მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარემ სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დადასტურდა, რომ „“ქართულმა ოცნებამ“ გიგა ბოკერია გარკვეული ფულის ფასად იყიდა“. „ნათლად გამოჩნდა და დადასტურდა ჭორი იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული ფულის სანაცვლოდ იყიდა გიგა ბოკერია. „ქართული ოცნება“ და გიგა ბოკერია ხელიხელჩაკიდებულები იყვნენ და მშვიდობიან მანიფესტანტებს არ აძლევდნენ გადაადგილების საშუალებას. პატრიარქის მოწოდების შემდეგომ დაახლოებით 10 ათასი ადამიანი სახლში დარჩა, რადგან პატრიარქის სიტყვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ, იყვნენ ისინი ვინც გიგა ბოკერიამ ციხის ბუნტის დროს აწამა, ის ადამიანები, რომლებიც გიგა ბოკერიას ბრძანებით იყვნენ ჩახოცილები, ის ადამიანები, რომლებიც არიან რეპრესირებულები. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვინმეს რაიმე დავუჯერეთ. რადგანაც კოჰაბიტირებულები და დაქორწინებულები არიან „ქართული ოცნება“ და გიგა ბოკერია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბრძოლას გამოვუცხადებთ მათ ერთობლივად და ვნახავთ მომავალში ვინ როგორ ჩაივლის და ვინ როგორ გამართავს ჯალათების მარშს. ეს იყო ჯალათების მარში, სისხლში ამოგანგლული გივი თარგამაძის და გიგა ბოკერიას მარში, რომელსაც ხელს უწყობდა საქართველოს ხელისუფლება, რაც არის ხელისუფლების უდიდესი სირცხვილი. მათ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებას ხაზი გადაუსვეს“,-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. ცნობისთვის, გუშინ აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარშის“ მხარდამჭერებმა და ორგანიზატორებმა პარტია „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ კონტრაქცია გამართეს. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. „ქართველთა მარშის“ წევრებმა პოლიციის ცოცხალი კორიდორის გარღვევაც სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. ამასთან, მათ ბოთლები და კვერცხები დაუშინეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს. გარდა ამისა, აქციის მსვლელობისას ერთი ქალბატონი დაზარალდა. მას სავარაუდოდ თავში ბლაგვი საგანი მოხვდა. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იყო დევნილი.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)