|
2017-07-23 20:09:49, 2458 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან იკვებებიან
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და მოქალაქეები აღმაშნებელის გამზირზე უკვე მივიდნენ. ბანერით, რომელსაც აწერია "არა რუსულ ფაშიზმს" "ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან იკვებებიან და ხელისუფლების მხარდაჭერა გააჩნიათ." - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. "გამოწვევაა ის, რომ ისინი საქართველოში არიან გათავხედებული და მათ ივანიშვილის ხალხი მფარველობს. მათ საჯაროდ გაბედეს 25 წლის გოგოს გაუპატიურებით დამუქრება და ამის შემდეგაც არიან გონორზე”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ. აქცია-მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ყველა ღონისძიება, რომელიც ემსახურება რუსული რბილი ძალის მეთოდებით, საზოგადოებაში ქსენოფობიის და ადამიანების დევნის დამკვიდრებას, შიშის თესვასა და ძალადობით მუქარას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)