|
2015-04-23 13:13:44, 408 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა ლუკაშენკოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მარგველაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ყოველთვის გრძნობდა ბელორუსის მხარდაჭერას ურთულეს საკითხებთან მიმართებაში. „ბატონი პრეზიდენტის ვიზიტის დროს ჩვენ ხაზგასმით გამოვხატეთ ის მადლიერება, რომელსაც ქართული სახელმწიფო და საქართველოს საზოგადოება გრძნობს ბელარუსი ხალხის მიმართ და პირადად ბატონ ალექსანდრ გრეგორიჩის მიმართ, იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოს ურთულეს საკითხებთან მიმართებაში. ძალიან რთულ ვითარებაში, ჩვენი ბელარუსი მეგობრები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ამისათვის ჩვენ დიდი მადლობა ვუთხარით როგორც ბატონ პრეზიდენტს, ასევე მთელ ბელარუს ხალხს", - განაცხადა მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბელორუსის დელეგაციას ჩამობრძანებისთვის და როგორც მან აღნიშნა, მინსკი რეგიონის სტაბილურობის, მშვიდობიანი შეთანხმებების ქალაქი გახდა. „ხაზგასასმელია ის უმნიშვნელოვანესი როლიც, რომელსაც ჩვენი ბელარუსი მეგობრები თამაშობენ ჩვენი ერთიანი საარსებო სივრცის, პრობლემების მშივიდობიანი გადაჭრების მიმართულებებით. მინსკი გახდა ის ქალაქი, სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები მშვიდობის, რეგიონის სტაბილურობის და მისი მდგრადობის გადასაწყვეტად. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია ჩვენ შევეხეთ უკრაინის პრობლემას და იმ პოზიტიურ იმპულსს, რაც მინსკმა ამ თვალსაზრისით შექმნა და მისცა როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე მთელ რეგიონს. დასასრულს, მე მინდა მადლობა ვუთხრა ბელარუსის პრეზიდენტს მის აღმატებულებას ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელარუსის დელეგაციას ჩამობრძანებისთვის. მინდა გამოვხატო რწმენა, რომ ეს არის დასაწყისი ძალიან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)