|
2017-07-22 17:12:43, 2940 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა
თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე მისი მეგობარი ზაზა შენგელია ავრცელებს. მისი თქმით, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - წერს შენგელია. შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში გუშინ, გვიან ღამით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)