|
2017-07-21 21:24:46, 2760 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: საქართველოს ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია აბსოლუტურად ღია ფორმით მიმდინარეობს
„ეს კიდევ ერთი დასტური გახლავთ იმის, რომ ამ ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია მიმდინარეობს“,-ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ცხინვალის საჯარისო ნაწილების რუსეთის არმიაში გაერთიანების შეთანხმების ე.წ. რატიფიკაციას. მინისტრის თქმით, აღნიშნული რატიფიკაცია არანაირ სამართლებრივ ლეგიტიმურ ინსტრუმენტს არ წარმოადგენს. „ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ოსური სამხედრო შენაერთების რუსული სამხედრო ჯარების დაქვემდებარებაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების ე.წ. რატიფიკაცია მოხდა ცხინვალის რეგიონში. ამ შეთანხმების ხელმოწერა მიმდინარე წლის მარტში მოხდა. ეს კიდევ ერთი დასტური გახლავთ იმისა, რომ ამ ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღია ფორმით. ეს რატიფიკაცია თავისთავად არ წარმოადგენს არანაირ სამართლებრივ ლეგიტიმურ ინსტრუმენტს, უბრალოდ ფაქტობრივად ხდება შავით თეთრზე გაწერა ამ ტიპის არალეგიტიმური ხელშეკრულებებით იმისა, რომ რუსეთს აქვს ექსკლუზიური კონტროლი საქართველოს ტერიტორიებზე და ეს არის მათი სამხედრო ოკუპაცია და მორიგი მცდელობა ამ ტერიტორიების რუსიფიკაციის და ანექსიის”,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)