06:19 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 09:37:52, 2860 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტს დღეს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის

პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გადაუგზავნის.

 პარლამენტი სავარუდოდ  26 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე  ვეტოს დაძლევაზე იმსჯელებს.

კენჭისყრამდე დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკომიტეტო ფორმატში განიხილავენ და მას კანონმდებლებს მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი  ანა დოლიძე წარუდგენს. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო.

 პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა სავარაუდოდ 26 ივლისს  გაიმართება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდი წინასწარი საუბრებით, ოთხშაბათზე ჩამოყალიბდა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics