|
2017-07-19 20:11:36, 2807 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მსოფლიო ხუთეულში შედის
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ მნიშვნელობას აფასებს. „მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი საბჭოთა ეპოქაში განხორციელდა, ენგურის ჰიდროელექტროსადგური ნიკო ნიკოლაძესთან, პროგრესულ, განვითარებულ საქართველოსთან ასოცირდება და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი სიდიდით მსოფლიო ხუთეულში შედის. ახალი პროექტი ნამდვილად საინტერესოა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა- ენერგეტიკისა და კულტურის სამინისტროები ერთად გეგმავენ. ეს არის ტურისტული ზონის მოწყობა ენგურის კაშხალზე, რომლისთვისაც დაახლოებით, 15 მლნ ევრო დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ ენგურჰესის. მისი თქმით, დარგის განვითარება გაგრძელდება, რადგან მსგავსი პროექტები ქვეყნის ეკონომიკისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ სამეგრელოსთვის ეს იქნება ახალი სიცოცხლე და ტურისტებისთვის შესაძლებლობები, რომ ულამაზესი ადგილი ნახონ. მივესალმები მსგავსი პროექტების განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, რომ დარგის განვითარება გაგრძელდება, რადგან ეს ქვეყნისთვის, ეკონომიკის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე პროექტ - „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების ადგილიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)