|
2017-07-19 09:43:11, 2627 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრის მსვლელობისას მოხსენებას გააკეთებს და თავის აზერბაჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადაზიდვების მიმართებით საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებს ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას საბაჟო სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)