|
2017-07-18 13:24:18, 2207 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი სომხეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, დავიდ ტონიანს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიმდინარე რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო თავდაცვას, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, შს სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს განვითარებას, სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოების დაცვით, ასევე, საუკეთესო უცხოური გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, სამაშველო ოპერაციების მიმართულებით. შეხვედრაზე შს მინისტრმა კატასტროფებზე მზადყოფნის, რეაგირებისა და პრევენციის კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიზნით დაგეგმილ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უნიფიკაციის, სტანდარტიზაციისა და მოდერნიზაციის 5-წლიან პროგრამაზე ისაუბრა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შსს-ში უკვე შექმნილია უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი და ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, აღნიშნულ პროგრამას შეიმუშავებს. შს მინისტრმა დავიდ ტონიანს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო, მათ შორის, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის, დანაშაულზე ოპერატიულად რეაგირების და გამოძიების ხარისხის გაზრდას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება.
(NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)