05:02 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 15:35:48, 3150 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი „თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პოზიციას 21 ივლისამდე დააფიქსირებს

საქართველოს პრეზიდენტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე  თავის პოზიციას 21 ივლისამდე დააფიქსირებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები დასაფიქრებელი საკითხებია.

„ორივე ცვლილებებში არის  დასაფიქრებელი საკითხები. ეს საკითხები, მაგალითად, საარჩევნო კოდექსში ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, მაგრამ ამავე დროს თვითმმართველობის თემებში არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც იწვევს უკმაყოფილებას ჩვენს თვითმმართველ ქალაქებში.

შესაბამისად, პრეზიდენტი ამ საკითხებს ძალიან ყურადღებით , გულისხმიერად ეკიდება, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს პირველ რიგში იმ ხალხი აზრი ვისაც პირდაპირი შეხება აქვთ პოლიტიკასთან, ეს არის პოლიტიკური პარტიები“,-განაცხადა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics