|
2017-07-14 13:53:50, 2663 ნახვა
ეკონომიკა
ივნისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის ივნისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.7 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 283.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.1 პროცენტით (17.2 მილიონი აშშ დოლარით) მეტია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა. ამასთან, სებ-ის ცნობთ, 2017 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მილიონი აშშ დოლარი (42.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.2 მილიონი აშშ დოლარისა (35.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)