01:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 12:06:45, 778 ნახვა

რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი სოფელ დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში სოფელი დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები  განიხილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფლებში სარწყავი    წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და  შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი   არბო-დიცის სატუმბი სადგური 24 საათიან  რეჟიმში იმუშავებს. ჩაირთვება 3 ტუმბო. ამასთანავე, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს სამივე სოფლის ფართობებზე.  

სოფელი დიცის სავარგულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემით ირწყვებოდა.  დღეისათვის სოფელს სარწყავი წყალი მიეწოდება  მექანიკური წესით მდინარე პატარა ლიახვზე აშენებული არბო-დიცის სატუმბი სადგურის მეშვეობით, რომლის სიმძლავრის გაზრდის მიზნით 2017 წელს დამონტაჟდა დამატებითი საქაჩი აგრეგატი.

აღსანიშნავია, რომ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ცხელი ხაზის ნომერია: 15 01

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics