|
2017-07-14 11:18:23, 2216 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის - „GEM Fest-2017“ დაწყებამდე, ღონისძიების უსაფრთხოების საკითხებზე ანაკლიაში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელი მაიკ ტერნერი, ფესტივალების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ექსპერტი პატრიკ სმიტი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „GEM Fest-2017“-ის ორგანიზატორები, მერაბ მალანიამ ამერიკელ ექსპერტებს ფესტივალის უსაფრთხოების გეგმა, საპოლიციო ძალების გადანაწილება, შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის სქემა გააცნო და ფესტივალისთვის განსაზღვრული ტერიტორია დაათვალიერებინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები აქტიურად არიან ჩართული „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში და ფესტივალის ორგანიზატორ მხარესთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი წარმოადგენს მთავარ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების დაგეგმვასა და ღონისძიების განმავლობაში შსს-ს სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფაზე. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველომ, „GEM Fest-2017“-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სპეციალური გეგმა შეადგინა, რომელშიც ჩართული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტები. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უკვე მეორე წელია ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას უზრუნველყოფს.
(NS)
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)