|
2017-07-14 10:13:59, 775 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში ახალი ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
დღეს ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციული შენობის საზეიმოდ გახსნას ქობულეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოსა დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად დაესწრო. მათივე ცნობით, შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეტერიას მოიცავს. მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. პატარაძის თქმით, რეგიონში ჩამოსული სტუმრები ცენტრში სრულ ინფორმაციას მიიღებენ დაცულ ტერიტორიებზე. ,,კიდევ ერთი წარმატებული პროექტი რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაჩვეულებრივი სივრცე, მრავალფუნქციური შენობა მოეწყო, სადაც განთავსებული იქნება დაცული ტერიტორიების, როგორც ადმინისტრაცია, ასევე სასტუმრო კომპლექსი, კვების ობიექტები, დასასვენებელი ადგილები. რეგიონში ჩამოსული სტუმრები, ვიზიტორები ცენტრში სრულ ინფორმაციას მიიღებენ დაცულ ტერიტორიებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოსულმა დამსვენებლებმა დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები, ულამაზესი ბუნება და მიიღონ სრული სერვისები"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ასევე 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა. ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამორჩეული და უნიკალურია. ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა. დღეისათვის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა ემსახურება არა მარტო ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. (NS)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)